fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

როდესაც პარტიის ყოფილი ლიდერები კრიტიკულად ხედავენ მომავალს, ასევე უნდა აანალიზებდნენ თავად რა შეეშალათ – გიგი წერეთელი

16:48 აპრილი 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

,,დღევანდელ ყრილობაზე ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა და განაცხადა, რომ მზად არიან გააგრძელონ ის ბრძოლა, რომელშიც ჩართულები ვართ დიდი ხანია და მიზნად ისახავს, რომ ქვეყანა შეიცვალოს. ვინ როგორ გრძნობს პასუხისმგებლობას, ეს რა თქმა უნდა, მნიშნველოვანი საკითხია, მადლობლები ვართ ყველა ლიდერის ვინც იყვნენ ამ პარტიაში, მაგრამ ახლა მთავარია როგორი იქნება ხვალინდელი დღე”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ევროპული საქართველო“ არის მოთამაშე პოლიტიკურ ველზე და მნიშნველოვან როლს შეასრულებს სამომავლოდაც. მე ვარ იმ აზრზე, რომ ახალგაზრდებს გზა უნდა დავუთმოთ და აუცილებლად უნდა იყოს ახალი ძალა პარტიაში. არ მგონია, რომ წინა პერიოდშიც ვინმე იყო ამის წინააღმდეგი, ოღონდ რატომ არ ხდებოდა ეს, ამის ანალიზიც დაგვჭირდება. პარტიამ უნდა გაიაზროს რა შეცდომები იყო წარსულში და რა უნდა გააკეთოს სამომავლოდ. ამის აღქმა არსებობს დღეს და როგორ გაკეთდება ეს ყველაფერი, ამას დრო გვაჩვენებს.

მიმაჩნია, რომ ძალიან რთული იქნება ის გზა, რომელიც უნდა გაიაროს პარტიამ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლიდერები გამოგვაკლდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე არის შეუცვლელი. ყველას შეცვლა შეიძლება, სკეპტიციზმი შეიძლება არსებობდეს, თუმცა არსებობდა სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რაც შეცდომებიც იყო მანამდე. როდესაც პარტიის ყოფილი ლიდერები კრიტიკულად ხედავენ მომავალს, ასევე უნდა აანალიზებდნენ თავად რა შეეშალათ. თუ უფრო ზუსტად გვეტყვიან რა შეეშალათ თავად და ამაშიც ჩაერთვებიან, უფრო მადლობელი ვიქნებით. კონკრეტულად ჩამოთვლა ძალიან რთულია, მაგრამ როდესაც საუბარია არასასურველ შედეგზე და გარკვეულ წარუმატებლობაზე, ასეთი არჩევნების პირობებში, ვინც იმ პერიოდში პარტიის სათავესთან იყო, მათი წვლილიც ბუნებრივია არსებობს. სხვამ დაინახა პასუხისმგებლობა, რომ დღეს დისტანცირება მოახდინოს, მე ჩემს პასუხისმგებლობას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო პარტიას გაძლიერდეს და ჩართული იყოს მთავარი ამოცანის განხორციელებაში, რაც ქვეყნისთვის წარმატების მოტანაა“, – აღნიშნა წერეთელმა.

თეგები: გიგი წერეთელი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მასობრივი ვაქცინაციის მასშტაბის გასაზრდელად, დამატებითი მობილური ჯგუფებია საჭირო – გიგი წერეთელი

აგვისტო 12, 2021
772
სიახლე

საერთაშორისო წნეხი აუცილებელია იმისათვის, რათა „ქართულმა ოცნებამ“ შეიგნოს, რომ ის ქვეყანას აზიანებს – გიგი წერეთელი

ივლისი 29, 2021
776
პოლიტიკა

ხელისუფლება ძალიან ჯიუტად აგრძელებს ამნისტიის კანონზე ლაპარაკს, რაც მიუღებელია – გიგი წერეთელი

მაისი 8, 2021
790

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია