„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, უცხოელ პარტნიორებთან მართლები გამოჩნდნენ და ამასთან, მოლაპარაკების პროცესი ჩაშალონ.
როგორც ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, პოლიტიკური მხარეები საერთო ენას აქამდეც გამონახავდნენ.
„შეუძლებელია ვინმემ თქვას, როგორ დამთავრდება ეს პროცესი, მამაზეციერსაც არ ექნება პასუხი, რადგან სპეციფიური ხალხია. აქამდე რომ ყოფილიყო შესაძლებელი რამის მოგვარება და ამ ხალხისთვის რაიმე წმინდა არსებობდეს, აქამდეც იპოვნიდნენ საერთო ენას შეთანხმებისთვის, მაგრამ ჩვენ მთელი პროცესი ვნახეთ ამ თვეების განმავლობაში, სადაც მხარეები ეძებენ საბაბს იმისთვის, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორების წინაშე მართლები აღმოჩნდნენ, ოღონდ თან ჩაშალონ შეთანხმება“,- განაცხადა ხვიჩიამ.











