„როგორ შეიძლება არსებობდნენ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც ბედნიერებას ვერ მალავენ სახეზე, როდესაც ხედავენ ინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდას?“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გიორგი გახარია ოპოზიციას ურჩევს, რომ მათი მომავალი „არჩევნებში დამარცხებას არ გადააყოლონ“.
„როგორ შეიძლება არსებობდნენ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც ბედნიერებას ვერ მალავენ სახეზე, როდესაც ხედავენ ინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდას? ან ადამიანები, რომლებიც ტესტების რაოდენობას იყენებენ საკრიტიკოდ და ხან გაუგებარ რაღაცებს? მესმის მეგობრებო, რომ სულ 3-4 დღეში იქნება არჩევნები, უნდა შეეგუოთ, რომ დამარცხებულები ხართ. არ გადააყოლოთ დამარცხებას თქვენი მომავალი. მოსახლეობა ყველაფერს ხედავს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.











