19 ოქტომბერს, დღის ბოლოდან, 21 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.











