ქართული ოცნების სიის მე-3 ნომერმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება პედოფილის საბავშვო ბაღის გამგედ დაბრუნებას შეადარა.
ამის შესახებ კობახიძემ „ტელეკომპანია“ იმედის ეთერში განაცხადა.
„კორუფცია კიდევ სხვა საკითხია. მათ აქვთ უმძიმესი დანაშაულები ჩადენილი, რაც უკავშირდება ადამიანების წამებას, გაუპატიურებას და ა.შ. ამას მხოლოდ პათოლოგიური ადამიანი შეიძლება აკეთებდეს. როგორც არ შეიძლება, მაგალითად, პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასე არ შეიძლება ნაციონალური მოძრაობა დააბრუნო ხელისუფლებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











