„დღეს საქართველოს სჭირდება დაპირისპირების დასრულება და ახალი დღის წესრიგი“,- ამის შესახებ ალექსანდმე მოწერელიამ მას შემდეგ განაცხდა, რაც უმრავლესობა დატოვა.
როგორც ალექსანდრე მოწერელია ამბობს, იგი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას პარტიის მშენებლობის პროცესში.
„მივიღეთ პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილება. მე, როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრი და თანამოაზრე, დღეიდან გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი. აგრეთვე აქტიურად ვიქნები ჩართული პარტიის მშენებლობის პროცესში.
დღეს საქართველოს სჭირდება დაპირისპირების დასრულება და ახალი დღის წესრიგი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე მწვავე პრობლემა ჩვენი ქვეყნის არის ოკუპაცია. პანდემიიდან და ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე ჩვენი დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა ამ ადამიანებზე განსაკუთრებული ზრუნვა.
დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სახელმწიფოს მშენებლობის ახალ ეტაპზე გადასვლა. ასევე, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და რეგიონების გაძლიერება. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს, მათთან აქტიური კომუნიკაცია უნდა გვქონდეს და გადავდგათ შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები“,- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას გუნდის ექვსმა წევრმა „ქართული ოცნება“ დატოვა.











