ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე გიორგი გაბუნიას მიმართ შესაძლო დაგეგმილ ლიკვიდაციას ეხმაურება.
„რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, პირადად პუტინმა არაერთი ტერორისტული აქტი განახორციელა, მათ შორის, მოწამვლებისა და მკვლელობების სახით. ეს პროცესი, როგორც ირკვევა, არის უკრაინის სპეცსამსახურების მიერ გახსნილი. საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ მფარველობდა კადიროვის რაზმებს და მათ წარმომადგენლებს, ისინი თავისუფლას დადიოდნენ თბილისში, ბათუმში, იყო ისტერია ატეხილი გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ, ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ გადაგვარჩინა უკრაინის სპეცსამსახურებმა“-განაცხადა გოცირიძემ.
ასევე ნახეთ: გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს! – კადიროვის მუქარა ქართველ ჟურნალისტს
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად აყვანილი პირი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.











