24 საათის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის 2 533 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ დედაქალაქში დაფიქსირდა.
თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა – 177, იმერეთი – 422, ქვემო ქართლი – 168, შიდა ქართლი – 150, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 243, კახეთი – 244, მცხეთა-მთიანეთი – 77, სამცხე-ჯავახეთი – 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.09% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.50%.











