საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
13 ნოემბრის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 753 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 753 შემთხვევა, აჭარა – 151, იმერეთი – 810, ქვემო ქართლი – 330, შიდა ქართლი – 355, გურია – 104, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 413, კახეთი – 318, მცხეთა-მთიანეთი – 146, სამცხე-ჯავახეთი – 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47.
ცნობისთვის, 13 ნოემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 4 565 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 78 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.15%-ია.










