თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია განმარტავს, რომელ წყაროს მიეკუთვნება კორონავირუსის 57 დადასტურებული შემთხვევა.
როგორც იგი ამბობს, 57 შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება.
„5 წყარო არის დონა, 14 პაციენტის წყაროა ქალაქი ბათუმი. 18 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 4 არის აჭარაში მოგზაურობის ისტორია. 3 არის შემოტანილი შემთხვევა, 5 გახლავთ სამედიცინო პერსონალი და 8 პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა წყაროს დადგენის მიზნით. 57 პაციენტიდან 25 პაციენტის წყარო არის აჭარა“,- აცხადებს მარინა ეზუგბაია.
მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებში 469 პაციენტი მკურნალობს. აქედან კრიტიკულად მძიმეა 4, ხოლო მძიმე პაციენტია 19.











