„კორონავირუსის პანდემიამ გვასწავლა, რომ პლანეტას სამართლიანად უნდა მოვექცეთ“,- ამის შესახებ რომის პაპმა დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ბუნება არასდროს პატიობს. კორონავირუსის პანდემია და კლიმატის საკითხი ცხადყოფს, რომ დრო აღარ დაგვრჩა. ბუნება უნდა დავიცვათ და პლანეტას სამართლიანად მოვექცეთ“,- განაცხადა რომის პაპმა.











