ავსტრალიის ხელისუფლებამ რომის პაპი ფრანცისკე, ვატიკანის ელჩთან შეხვედრის გამო, კორონავირუსით ინფიცირების საშიშროებაზე გააფრთხილა. ამ შეხვედრის შემდეგ ელჩს კოვიდ-19 დაუდგინდა. ამის შესახებ ავსტრალიური არხი 9News-ი იტყობინება.
ინფორმაციის თანახმად, არქიეპისკოპოსი ადოლფო ტიტი ილიანა 6 ოქტომბერს პირადად შეხვდა პონტიფიკოსს ვატიკანში. 3 დღეში, 9 ოქტომბერს ის სიდნეიში ჩავიდა, შემდეგ კი კერძო თვითმფრინავით კანბერაში გადაფრინდა. ორშაბათს მისმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა კორონავირუსზე. ვარაუდობენ, რომ ის უცხოეთში მოგზაურობისას დაინფიცირდა.
ვატიკანში ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ 6 მარტს გახდა ცნობილი. მარტის ბოლოს ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ ტესტი აიღო ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს თანამშრომელმა, რომელიც წმინდა მართას სახლში ცხოვრობდა. გასულ კვირასაც ცნობილი გახდა, რომ წმინდა მართას სახლში, სადაც პაპის რეზიდენციაა, კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა.
ოფიციალური მონაცემებით, ვატიკანში სულ 20 შემთხვევაა დადასტურებული.











