„ძალიან საწყენი იქნება, თუ ვაქცინას, პირველ რიგში, მდიდრები მიიღებენ”- განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ. ის მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველ რიგში, ღარიბებმა უნდა მიიღონ.
“ასევე საწყენი იქნება, თუ ვაქცინას მიიღებს რამდენიმე ქვეყანა და ის არ იქნება უნივერსალური“, – განაცხადა რომის პაპმა.
მისივე განცხადებით, პანდემიამ დაგვანახა, რომ მსოფლიოში უთანასწორობა სუფევს.
„აუცილებელია, ვიპოვოთ წამალი საშინელი ვირუსისგან განსაკურნებლად. ამასთან, უნდა დავამარცხოთ უდიდესი ვირუსი, რასაც სოციალური უთანასწორობა ჰქვია.
უნდა დავამარცხოთ შესაძლებლობების უთანასწორობა, მარგინალიზაცია და ყველაზე სუსტების დაუცველობა“, – განაცხადა რომის პაპმა.











