რომის პაპის, ფრანცისკე I-ის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მომავალ კვირას გაიკეთებს.
ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
რომის პაპი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
„მიმაჩნია, რომ ვაქცინა ყველა ადამიანმა უნდა გაიკეთოს. ვფიქრობ, ეს ეთიკური არჩევანი იქნება, რადგან ვაქცინაცია თქვენს ჯანმრთელობასა და სხვების ცხოვრებაზე დიდ გავლენას მოახდენს“,- აცხადებს რომის პაპი.











