რომც არ გვინდოდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად იქნება ხელისუფლებაში – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს.
„რომ არ გვინდოდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა ხელისუფლებაში. პატარა, მცირე, დიდი წილით – მისი წილი ხელისუფლებაში იქნება. მაგრამ, მოსვლაც არის და მოსვლაც. ჩვენ არ გვინდა უბრალოდ ივანიშვილი დავამარცხოთ და ასე გავაგრძელოთ ცხოვრება. რეალურად, გვინდა საქმე ვაკეთოთ. ოპოზიციაში ყოფნის დარჩენილი პერიოდი მინდა გამოვიყენოთ, რომ ხალხი დავარწმუნოთ, რომ უნდა მოვიდნენ იმ პარტიაში, რომელიც ხელისუფლებაში მოსასვლელად ელოდება“, – განაცხადა მელიამ „მთავარ არხზე“.











