ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ როცა NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ, – ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე 52 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებმაც გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს.
„გავაგრძელებ სწორი გზით სიარულს და იმ ბავშვების უფლებების დაცვას, რომელსაც ჩვენ ყველაზე მეტს ვაფასებთ. ამ NGO-ების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოცემულია სულ ტყუილები და „ფეიკ ნიუსები“.
არავითარი პროცედურა არ დარღვეულა და ტყუილების ნაწილში გეტყვით ერთ დიდ ტყუილს, რომ სოფო კილაძეს არ აქვს საერთო არც ბავშვის უფლებათა კოდექსთან, არც სოციალური მუშაობის რეფორმასთან, მაშინ როცა ერთ და მეორე შემთხვევაშიც, იდეის ავტორიც მე გახლავართ და მის განხორციელებას და იმპლემენტაციასაც სათავეში მე ვუდგავარ,“ – განაცხადა კილაძემ.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებებზე მომუშავე 52 არასამთავრობო ორგანიზაცია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართვას, რომ პარლამენტის დეპუტატი სოფო კილაძე ახალ წევრად არ აირჩიონ.











