საქართველოს საპატრიარქოს ფონდის მმართველი ჯგუფის წევრი გიორგი ანდრიაძე აცხადებს, რომ ჭყონდიდის ეპისკოპოსის, სტეფანეს გადაწყვეტილება სასულიერო პირების დასჯის შესახებ სამართლიანია.
“ამდენი წელია, წმინდა სინოდი არ იღებდა რადიკალურ გადაწყვეტილებებს. პირადად ჩემი აზრით, ყველაზე რბილი ფორმით, ჰქონდა რეაქცია და შეჩერებული ჰქონდა მას მღვდელმოქმედება, რაც, როგორც დავინახეთ იყო ლოგიკური და სამართლიანი.
როდესაც ადამიანი ცილს წამებს, ლანძღავს და აგინებს თავის ეპისკოპოსს და პატრიარქს, ნიშნავს, რომ ეს იმასთან არ არის. თუ ასეთი პოზიცია გაქვს, გაგდებაც არ უნდა გჭირდებოდეს, შენ თვითონ უნდა მიდიოდე, დანარჩენი როგორც ვხედავთ, ეპისკოპოსები, ყველა ერთ აზრზე არიან,” – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.











