“სახალხო დამცველის ანგარიში არის იმდენად მძიმე, რომ კითხვები უამრავია. როცა ვკითხულობთ ამ ანგარიშს, ვხვდებით, რომ სახიფათოა ამ ქვეყანაში ცხოვრება მოქალაქეებისთვის, რომლებიც სრულიად დაუცველები არიან სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ.
ამიტომ უამრავი საკითხია განსახილველი, რაც შეეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას, იმას, რომ სასამართლო არ არსებობს ქვეყანაში, რომელსაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები გამოაქვს, სოციალური პრობლემებია, არის უამრავი მიმართულება.
არ არსებობს საკითხი, რომელზეც შეიძლება ვთქვათ, რომ გვაქვს რაიმე პროგრესი. მაგრამ განსაკუთრებით სახიფათო მაინც ის არის, რომ ტენდენციაა მძიმე. ამისთვის გვჭირდება ჩვენ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა”,- განაცხადა სამადაშვილმა.











