fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

როვნაგ აბდულაევი- ილჰამ ალიევის მოკითხვას გადავცემ პრემიერ-მინისტრს, აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობების მეგობრობა და ერთობა დღემდე არნახულ დონეზეა აყვანილი, სტრატეგიულ და სხვა ფაქტორებშიც ერთობლივი ძალისხმევა და თანამშრომლობა გვაკავშირებს

14:14 სექტემბერი 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
796
ნახვა

ილჰამ ალიევის მოკითხვას გადავცემ პრემიერ-მინისტრს, აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობების მეგობრობა და ერთობა დღემდე არნახულ დონეზეა აყვანილი, სტრატეგიულ და სხვა ფაქტორებშიც ერთობლივი ძალისხმევა და თანამშრომლობა გვაკავშირებს-ამის შესახებ “სოკარის” პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ახალი სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სოკარის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ აზერბაიჯანისთვის შექმნილი პირობების შედეგია ის, რომ აზერბაიჯანმა მილიარდ 200 ათასის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში.

მისივე თქმით, საქართველოში გაზიფიცირება 90%-ზეა აყვანილი და ეს შედეგი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ფიქსირდება.

 

“აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მოკითხვას გადავცემ პრემიერ-მინისტრს და ყიზილაჯლოს მოსახლეობას. გადმოგცემთ მისგან სალამს, ლოცვას და წარმატებებს გისურვებთ. როგორც ღრმად პატივცემულმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო ნავთობ-კომპანია საქართველოში წარმოდგენილია როგორც დიდი ინვესტორი და იმისთვის, რომ ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მაღალ დონეზე უნდა იყოს. დღეს მე შემიძლია გითხრათ, რომ აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობების მეგობრობა და ერთობა დღემდე არნახულ დონეზეა აყვანილი და სტრატეგიულ და სხვა ფაქტორებშიც ერთობლივი ძალისხმევა და თანამშრომლობა გვაკავშირებს. ჩვენ მოხარულები და კმაყოფილები ვართ საქართველოში ჩვენი საქმიანობით, რადგან ეს საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენთვის შექმნილი პირობების შედეგია. მილიარდ 200 ათასის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში და მთავარი ის არის, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით შექმნილი პირობებით მსგავსი პროექტების განხორციელების საშუალება გვეძლევა. საქართველოში მცხოვრები თანამემამულეების, საქართველოს საზოგადოებაში მონაწილეობის და სრულფასოვანი წევრობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, პროექტებს განვახორციელებთ, ხელს შევუწყობთ, რადგან აზერბაიჯანელებმა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულად უნდა მიიღონ მონაწილეობა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობის მაღალი დონის ხელშეწყობის საფუძველზე მოხდება. დღეს მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ინვესტიციების დიდი ნაწილი გაზიფიცირებაშია მიმართული. 300 მილიონზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული საქართველოში გაზიფიცირების სფეროში. საქართველოს მთავრობა აქტიურად გვეხმარება, რომ გაზიფიცირების ინვესტირება ფართოდ განხორციელდეს. ზოგი ისეთი სოფლებია, სადაც გაზიფიცირებას ვახორციელებთ, რომელმაც შესაძლოა ეკონომიკური სარგებელი არ მოგვცეს, მაგრამ საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, მათი პროგრამებით, იქაც კი შეგვყავს გაზი და გაზიფიცირება ხდება. მთავრობა მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვან პროექტებს, რათა ყველა სოფელს ჰქონდეს გაზი . დიდი სიამაყით მინდა გითხრათ, რომ საქართველოში გაზიფიცირება 90%-ზეა აყვანილი. დამიჯერეთ, ეს შედეგები მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაშია. მათ შორის, აზერბაიჯანში გაზიფიცირების მაჩვენებელი 96%-ზეა, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 90%-ია. ირანში ქვეყნის 70%-ია გაზიფიცირებული, საქართველოში 90%-ზეა აყვანილი ეს პროგრამა. ამ პროექტის განხორციელებაში საქართველოს მთავრობისაგან აქტიური მხარდაჭერა გვქონდა წლების განმავლობაში. ყიზილაჯლოში ეს პროექტი, რომელიც მთავრობის მხარდაჭერით
აშენდა, 1 წლის წინ დაიწყო მთავრობასთან ერთობლივი თანამშრომლობით და მხარდაჭერით. ხელი ხელს ჩავკიდეთ და შედეგი იქნა დადებული. ასევე, ლაგოდეხში იყო ერთობლივი პროექტი, საბავშვო ბაღი აშენდა, სხვა ბევრი პროექტი იქნა განხორციელებული, სკოლები და სხვა სოციალური პროგრამები, რაც შევძელით, რომ წარმატებით განგვეხორციელებინა. წეღან სპორტის მასწავლებელმა მომახსენა, რომ ამ სოფელში ბევრი სასახელო სპორტსმენები გაზრდილან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დარბაზი ბევრ ოლიმპიურ ჩემპიონს გაზრდის. ახლახანს დასრულდა ოლიმპიადა. მე ძალიან სპორტული ადამიანი ვარ და ვადევნებდი თვალს ოლიმპიადას.ძალიან სასიხარულო იყო, რომ ქართველი სპორტსმენები ძალიან კარგად წარდგნენ ოლიმპიადაზე და კარგი შედეგები დადეს. მე ისევე გახარებული ვიყავი, როგორც ქართველი ერი ხარობდა მათი წარმატებით და დარწმუნებული ვარ, რომ ყიზილაჯლოელიც გახდება ჩემპიონი”,-განაცხადა როვნაგ აბდულაევმა.

თეგები: აზერბაიჯანისაქართველოსოკარი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ნახეთ ყველაზე მეტად დაინფიცირებული რეგიონები – კორონავირუსის შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით

დეკემბერი 9, 2021
846
მთავარი ამბავი

63 გარდაცვლილი და 3562 ინფიცირებული – 9 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

დეკემბერი 9, 2021
793
მთავარი ამბავი

საქართველოში კოვიდინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დეკემბერი 8, 2021
850

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია