ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავალი დააზიანა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, სოფლებში: ხოდაშენში, აწყურსა და ოჟიოში, მსხმოიარე ვენახები უხვმა ნალექმა დააზიანა.
„წინასწარ რაც გვაქვს მონაცემები, სამი სოფელია დაზარალებული. ადგილზე იმყოფებიან მერიის თანამშრომლები და ყველაფერს დააზუსტებენ.
სხვა სოფლებიც დაზარალდა თუ არა, ამაზე, მოგვიანებით გვექნება ინფორმაცია. ამ წუთისთვის, ვიცი, რომ უკვე შემოსული ყურძნის მოსავალია გაფუჭებული”- განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.
წინასწარი ინფორმაციით, ძლიერი სეტყვის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სასოფლო – სამეურნეო სავარგულებიც დაზიანდა.
სტიქიით დაზარალებული სოფლების და მიყენებული ზიანის ოდენობა, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











