რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში 68 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ოკუპირებული გალის მცხოვრებია. პაციენტს კორონავირუსი აფხაზეთის ტერიტორიაზე დაუდასტურდა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 6 351 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 139 ახალი შემთხვევა.
აქედან 9 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.
ავტორი: თეა შონია











