რუმინეთის ერთ-ერთ კოვიდ საავადმყოფოში ხანძრის შედეგად, 10 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ცეცხლი რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩნდა, თუმცა მალევე გავრცელდა მომიჯნავე ოთახებშიც.
დაშავებულია 7 ადამიანი. დაშავებულთა შორისაა ექიმიც, რომელსაც სხეულის 40%-იანი დამწვრობა აქვს.
ჯერჯერობით, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.










