რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება:
„ვულოცავთ საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემით საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებას. უნდა იქნას მიღებული ზომები თავისუფალი და სამართლიანი მეორე ტურის უზრუნველსაყოფად, დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უწყება Twitter-ში ავრცელებს.











