რუმინეთში კოვიდის ინდური შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ინფიცირებული 26 წლის პაციენტია, რომელიც რუმინეთში ერთი თვინ წინ ჩავიდა. მას ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუმინეთში კოვიდის 1,053,629 შემთხვევა დაფიქსირდა.











