“რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას, რაც მიუღებელია. ეს საჭიროებს მეტ ყურადღებას, მეტ ვიზიტს ჩემი ევროპელი კოლეგებისგან და მთელი მსოფლიოდან”,- ამის შესახებ განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩსმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გააკეთა.
„ჩემს ქართველ კოლეგებთან ხშირად მაქვს კომუნიკაცია და მაწვდიან ინფორმაციას, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო მოწოდებას ოკუპაციის დასრულებასთან დაკავშირებით და აგრძელებს ოკუპაციას, რაც რასაკვირველია მიუღებელია. ეს საჭიროებს მეტ ყურადღებას, მეტ ვიზიტს ჩემი ევროპელი კოლეგებისგან და მთელი მსოფლიოდან,“- აღნიშნა მინისტრმა.








