რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს. გადაწყვეტილება გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის პლენარულ სხდომაზე გამოაცხადეს.
რუსეთის გარდა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებად 3-წლიანი პერიოდით შემდეგი ქვეყნები აირჩიეს: ბოლივია, ჩინეთი, კოტ-დ’ივუარი, გაბონი, კუბა, საფრანგეთი, მალავი, მექსიკა, ნეპალი, პაკისტანი, სენეგალი, უკრაინა, უზბეკეთი და დიდი ბრიტანეთი.
რუსეთის კანდიდატურას მხარი 158-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.











