გილინის პროვინციის (ჩინეთი) ჯანდაცვის ორგანოების ინფორმაციით, რუსეთიდან იმპორტირებულ, გაყინულ ზღვის პროდუქტებში კორონავირუსი აღმოჩნდა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის ორგანოები მოსახლეობას, რომელთაც ზღვის პროდუქტები შეიძინეს, კორონავირუსზე ტესტის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მცირე რაოდენობა ფიქსირდება. დადასტურებული ახალი შემთხვევები ძირითადად იმპორტირებულია.











