დღეიდან, 1-ლი მარტიდან, რუსეთიდან გამოტანილი ხორბლის საბაჟო გადასახადი იზრდება და 50 ევრო ხდება, – ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ მედიაცენტრ “მთავარში” განაცხადა.
„ამ ყველაფერმა საკმაოდ დაძაბა სიტუაცია მსოფლიო ბაზარზე, რადგან რუსეთი ერთ-ერთი დიდი მოთამაშეა და ყველა ქვეყნისთვის ხორბალი გაძვირდა. რუსეთი ყაზახური ხორბლით ჩანაცვლდა და სავარაუდოა, რომ ასევე უკრაინული და რუმინული ხორბლით ჩანაცვლდეს. ამ ეტაპზე მთლიანად არ გადავდივართ რუსულიდან ყაზახურ ხორბალზე, რადგან ყაზახური ხორბლის პოტენციალი არაა ისეთი, რომ ეყოს საქართველოს და სხვა ქვეყნებს, ამიტომ იქნება ნაწილობრივი ჩანაცვლება”,- აღნიშნა ლევან სილაგავამ.









