რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი ევგენი ზინიჩევი წვრთნების დროს გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ ABC NEWS-ი ავრცელებს.
„ვწუხვართ იმის გამო, რომ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი, ევგენი ზინიჩევი ტრაგიკულად დაიღუპა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისას, როდესაც ის ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ნორილსკში, სადაც უწყებათაშორისო წვრთნებში მონაწილეობდა“,- ნათქვამია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.








