რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული პოლიტიკური პარტია „მომავლის რუსეთი“ გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს თხოვნა პოლიტიკური პარტია „მომავლის რუსეთის“ გაუქმების შესახებ“,- ახადებენ სასამართლოს პრესსამსახურში.
ცნობისათვის, ერთი წლის წინ, იუსტიციის სამინისტრომ უარი განაცხადა პარტია “მომავლის რუსეთის“ რეგისტრაციაზე. მიზეზი კი ის იყო, რომ ამ სახელით სხვა პოლიტიკური ორგანიზაცია უკვე სარგებლობდა.











