რუსმა მესაზღვრეებმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მცხოვრები ახალგაზრდა დააკავეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა 23 წლის დავით ვარდოშვილი და მისი მეზობელი, ლევან ბაწილაშვილი ყადორის მთაზე საქონელს აძოვებდნენ.
ალმატელების თქმით, ბაწილაშვილმა, რომელმაც საფრთხე შენიშნა, გაქცევა მოასწრო, ვარდოშვილი კი ამ დრომდე დაკავებულია და დაღესტნის ტერიტორიაზე იმყოფება.
ადგილობრივები რუსეთის მხრიდან მუდმივ საფრთხეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თანასოფლელის დროულ გამოშვებაზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს.











