რუსთაველის გამზირზე, პირველ გიმნაზიასთან ბელარუსი მოქალაქეების ორგანიზებით, ბელარუსში, აქციის მონაწილეების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
პირველ გიმნაზიასთან შეკრებილები მოითხოვენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცოს და „ბელარუსი ხალხის გვერდით დადგეს”.
ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები კვირიდან, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღიდან, მიმდინარეობს. პროტესტი წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, მოქმედ პრეზიდენტს მხარი ამომრჩეველთა 80,23%-მა დაუჭირა.











