პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია, რომელზეც ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას აპროტესტებდნენ ამ დროისთვის დასრულებულია. აქცია 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე რჩებიან აქციის ის მონაწილეები, რომლებიც ღამის გათენებას კარვებში აპირებენ.
ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული აქციის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საავტომობილო მოძრაობა აღდგა.











