„რუსთავი 2-ის“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
სამოქალაქო დავა თითქმის 2 წელია მიმდინარეობს. მოსარჩელე მხარე ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი არიან, მოპასუხე კი „რუსთავი 2-ის“ ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში.
ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილს ითხოვენ.








