„გაათავისუფლე მიშა“ – ამ სლოგანით რუსთავის ციხესთან საქართველოს ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, მოთხოვნები უცვლელია – ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
ორგანიზატორების თქმით, ქვეყანაში გლოვის დღესთან დაკავშირებით, სიტყვით გამოსვლები არ იქნება. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის მე-11 დღეა ციხეში შიმშილობს.