რუსთავში არასრულწოვანმა გოგომ არასრულწლოვანი გოგო დაჭრა.
„ინფო რუსთავი“-ს ინფორმაციით დაჭრის ფაქტი XX მიკრორაიონში დაფიქსირდა. თანატოლებს შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა რაც ცივი იარაღით დაჭრით დასრულდა.
17 წლის გოგოს ჭრილობები თანატოლმა მუცლის არეში მიაყენა. დაშავებული “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს.
მეზობლების ინფორმაციით შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.











