რუსთავში, შარტავას გამზირზე 25 წლამდე ახალგაზრდა კაცი დას და დედას ფიზიკური განადგურებით დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, რუსთავის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ბიჭი ადგილზე დააკავეს. დაკავებულს მოსამართლემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.











