რუსთავში, ქაშაკაშვილის ქუჩაზე 30-წლამდე მამაკაცი დაჭრეს. ინფორმაციას inforustavi ავრცელებს.
ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით 5 ჭრილობა მიაყენეს. დაშავებული სასწაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
კლინიკის წარმომადგენლის განცხადებით, მას გადაუდებელი ოპერაცია ამ წუთებში უტარდება.











