ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. “ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ბუნებრივი აირის ცენტრალურ მილსადენს შეეჯახა, რის გამოც მოსახლეობას გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა.
ადგილზე „სოკარ ჯორჯიას“ თანამშომლები იმყოფებიან და პრობლემის დროულად აღმოფხვრას ცდილობენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფოტო: “ინფო რუსთავი“











