რუსთავში, მეშვიდე მიკრორაიონში მე-16 კორპუსის სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანება იყო.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სადარბაზოში მოკლე ჩართვა მოხდა, რამაც სადენების დაკვამლიანება გამოიწვია.
უწყების ცნობით, ადგილზე სამი სახანძრო სამაშველო ჯგუფი არის მობილიზებული. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.











