რუსთავში COVID-19 84 წლის ქალს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ inforustavi ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასაკოვან ქალბატონს ვირუსი მისი მეუღლისგან გადაედო. ოჯახს სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
მეუღლის ინფიცირების შემდეგ, 84 წლის ქალბატონი საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მოათავსეს.











