რუსთავში, მე-2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ სკოლის დირექტორზე, ლალი ნაზღაიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
“აღნიშნული კლასი, სადაც მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, დისტანციურ სწავლებაზე ჯერ არ გადასულა, რადგან განცხადება ყველას არ აქვს დაწერილი. შეიძლება ყველას არ უნდა გადასვლა, იმიტომ რომ არ ეკუთვნით მაგათ გადასვლა. ეს ბავშვი ვისაც კოვიდი დაუდასტურდა ბოლო დღეების განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა, შეხება ბავშვებს ერთმანეთთან არ ქონიათ”- განაცხადა ლალი ნაზღაიძემ.
ცნობისთვის, მეორე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლის ინფიცირების წყარო მშობელია, რომელიც მე-14 საჯარო სკოლის მანდატურია.











