რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსიდან 2 წლამდე ბავშვი გადავარდა. შემთხვევა მე-19 მიკრორაიონში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მცირეწლოვანი მე-7 სართულის აივნიდან გადმოვარდა.
დაშავებული ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურები.











