ჩოხატატაურის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ნინო ბარამიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ დაუდასტურა.
„კორონავირუსი ჩოხატაურის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს დაუდასტურდა. მუნიციპალიტეტის ყველა სააღმზრდელო დაწესებულებამ ამ ეტაპზე ფუნქციონირება შეაჩერა. მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა“, – გვითხრა მჟვიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ბარამიძეს ინფიცირების სავარაუდო წყარო გამარჯვებულ ქალთა კლუბის ერთ-ერთი წევრია, რომელიც გასულ კვირას ჩოხატაურში იმყოფებოდა და რომელსაც 3 დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 31 შემთხვევა დაფიქსირდა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











