უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი საუბრობენ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეისწავლის.
ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება დაინტერესდება ყველა იმ ფაქტით რაც შეიძლება აღნიშნულ საქმეს უკავშირდებოდეს.
უკრაინულმა ვებგვერდმა obozrevatel.com უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სატელეფონი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე საუბრობენ.











