საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი „ტვ პირველის“ ეთერში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.
„მას მოუხდება ქონების დაბრუნება, იმიტომ, რომ ეს ქონება მას ქართველი ხალხისგან აქვს მოპარული. რა ფონდებზეც არ უნდა გადააფორმოს მოუხდება ამ ქონების დაბრუნება. მან თითოეული ხალხის გაჭირვებაზე გააკეთა ეს ყველაფერი. მას ამ ყველაფერის მითვისება უნდა. ძალიან ბევრი მიწა მიღებული აქვს 0 ლარად, ძალიან ბევრი შენობა სახელმწიფო ფულით ააშენა. ეს ყველაფერი უნდა დაითვალოს და დაუბრუნდეს ქართველ ხალხს. ჩვენი ამოცანაა, ვიფიქროთ იმაზე, როგორც კი კოვიდის ტალღა გადაივლის, დაველაპარაკოთ ხალხს და ჩართული იყვნენ პოლიტიკურ პროცესში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.











