ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა კითხვას, არის თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მისთვის გამოკვეთილი ლიდერი, რომელმაც შესაძლოა, პარტიის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს.
სააკაშვილის შეფასებით, სტაფილოს წვენს ვინც დალევს, ის იქნება საქართველოს ლიდერ
„ლიდერი არის ის, ვინც, საბოლოო ჯამში მივა და დალევს ჩაის ან სტაფილოს წვენს. სტაფილოს წვენს ვინც დალევს, ის იქნება საქართველოს ლიდერი. მე სტაფილოს წვენი არ მიყვარს. ჩაი მე მიყვარდა, ახლა ვინც სტაფილოს წვენს დალევს, ის არის შემდგომი ლიდერი…“,-თქვა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, მოლაპარაკებების უშედეგო ოთხი რაუნდისა და გაჭიანურებული მეხუთე რაუნდის ფონზე, ოპოზიციურ პარტიებში დიდი არეულობა დაიწყო. მაშინ როცა, ოპოზიცია მეხუთე რაუნდს ელოდებოდა, 15 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, რომ პარტიას ტოვებს და ვერ იქნება იქ, სადაც შეცდომებზე სწავლა არ შეუძლიათ.
ახლა პარტიაში დარჩენილებმა მომავალი ლიდერი უნდა აირჩიონ.











