იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ვაქცინებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს.
„მე როგორც ვიცი, ფეიკია ეს, ჩაუწერეს სააკაშვილს და მისი სახელით დადეს. არასერიოზულია ეს განცხადება. მოდი ასე დავსვათ საკითხი, მისი ერთი სერიოზული განცხადება მითხარით, რაც სიმართლეს შეესაბამება, ამიტომ ეს არასერიოზულია,”- განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა და მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში შედის საქართველო. სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ მიმართოს მალტას, რათა ვაქცინა უსასყიდლოდ მიიღოს.











