ჩავალ ყველა სოფელში და ძალიან საინტერესო კამპანია მექნება. არ იქნება ის გარემო რაც აქ არის დედაქალაქში.- ამბობს „ტვ პირველის“ ეთერში ტელეწამყვანი და ახლა უკვე დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი.
მისი თქმით, მიშამ სწორედ მის ენერგიაზე გააკეთა აქცენტი.
„სააკაშვილმა ჩემს ენერგიაზე გააკეთა აქცენტი. მიშამ იცის, რომ მე ვიბრძოლებ. იცის რომ მარტივად ვერ მოხდება ჩემთან რაღაცების გაყალბება. იცის რომ არ გავიყიდები და მიშა ფიქრობს, რომ ხალხს სწორად ველაპარაკები და ალბათ იმაზეც, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩემში რესურსის ჩადება არ დასჭირდება. მათ შეუძლიათ მშვიდად იძინონ, თავისთვის იყვნენ და მე ჩემს თავს მივხედავ“,- აცხადებს ნანუკა.
შეგახსენებთ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა, მათ შორის სამტრედია, წყალტუბო, ვანისა და ხონის ოლქში – ნანუკა ჟორჟოლიანი.











