პოლიტიკური პარტიის „ლელო“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, საერთო საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ემიჯნება.
გავაერთიანოთ ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან საარჩევნო სიაში – მიხეილ სააკაშვილი
„სააკაშვილმა სიები ალბათ თავის პარტიაში უნდა შეადგინოს. ჩვენ, „ლელოს“ ჩვენი გზა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ვართ დამოუკიდებელი პარტია და ყოველგვარ, ასე ვთქვათ, რაღაც გაერთიანებულ სიებს ვემიჯნებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რაც შეეხება, ირაკლი კობახიძის განცხადებას, პანდემიის გამო არჩევნების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ ეს შიშის სინდრომია.
“ეს არის შიშის ტიპური სინდრომი, როცა არ იციან, ახალი რა მოიგონონ. მათ მინდა ვუთხრა, რომ ნებისმიერ დროს, ნოემბერი იქნება ეს, ოქტომბერი თუ დეკემბერი, ისინი დამარცხდებიან და ამ ქვეყანაში პოლიტიკურ მმართველობას ჩამოშორდებიან“ – განაცხადა ხაზარაძემ.











